ხანძარი ალამბარში

06 სექ 2016

ქობულეთში, სოფელ ალამბარში  გვიან ღამით  ინაიშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს. ხანძრის დროს სახლში ოჯახის ერთ-ერთი წევრი იმყოფებოდა, რომლის გამოყვანაც მეზობლებმა შეძლეს. ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით დაზარალებულის მდგომარეობას სტიქიის ადგილობრივი კომისია შეისწავლის.