ამინდი, ბათუმი - დღის ბოლოდან ამინდი მკვეთრად გაუარესდება

01 ნოე 2019

ფოტო: დათო ტრაპაიძე

1 ნოემბერს  დღის ბოლოდან - ხვალ საღამომდე, საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვლი. გაძლიერდება დასავლეთის ქარი დასავლეთში 17-22, აღმოსავლეთში 20-25 მეტრ წამამდე. ჰაერის ტემპერატურა - სანაპირო კურორტებსა და დასავლეთის დაბლობზე +11, +13 გრადუსამდე დაიწევს, აღმოსავლეთში კი +9, +11 გრადუსი იქნება.

ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი 4 ბალი.