დატბორილუ ქუჩები, სახლები, ჩამოწოლილი მეწყერი - სტიქია აჭარაში

02 ნოე 2019

სტიქია აჭარაში - დატბორილი ქუჩები, სახლები პირველი სართულები და ჩამოწოლილი მეწყერი -ეს ძლიერი წვიმის შედეგებია. უხვი ნალექის მოსვლის შემდეგ ეს ბათუმის დატბორვის პირველი შემთხვევა არ არის.

სოფელ გორგაძეებში მცხოვრები ოჯახი  კი 2 მცირეწლოვანთან ერთად ამაღამ თავს ახლობლებს შეაფარებს, მიზეზი საცხოვრებელთან ჩამოშლილი მიწის მასაა. 250 ოჯახთან მისასვლელი გზა ჩახერგა, ზედა აჭყვაში ჩამოწოლილმა მეწყერმა. სტიქიამ მოსახლეობა, ბუნებრივი აირის გარეშეც დატოვა.