ამინდი, ბათუმი 3 ნოემბერი - ხვალ მზიანი ამინდი იქნება

02 ნოე 2019

ხვალ საქართველოს ტერიტორიას ცივი და ნოტიო ჰაერის მასები დატოვებს, რის შემდეგაც ანტიციკლონური მდგომარეობა გამყარდება, რომელიც უღრუბლო და მზიან ამინდს განაპირობებს.

ხვალ შედარებით მოიმატებს ტემპერატურა. ზეგიდან კი საქართველოს დაბლობსა და ბარში მნიშვნელოვნად დათბება.