საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

07 სექ 2016

ამერიკა ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე.  - ნათქვამია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციაში, რომელიც ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატში განიხილეს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიის ოკუპაციას; ასევე ოკუპირებული ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებს. მოუწოდებს რუსეთს, რომ  გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე.