ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუ

04 ნოე 2019

ბიძინა ივანიშვილი ენთერფრენერ ჯორჯიასთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ თუ სასტუმრო „პარაგრაფს“ ცალკე ბიზნესპროექტად განვიხილავთ იგი წამგებიანი პროექტია, ინვესტიციის ღირებულება 120 მილიონ დოლარზე მეტი იყო, თუმცა მისი საბაზრო ფასი ამჟამად ორჯერ ნაკლებია, მაგრამ ბიზნესმენის თქმით მისი მთავარი მიზანი არა შემოსავლის მიღება არამედ საქართველოში არამხოლოდ ზაფხულზე გათვლილი ტურისტული სეზონის განვითარებაა, ეს კი მოითხოვს, რომ საქართველომ ტურისტებს შესთავაზოს უმაღლესი კლასის მომსახურება,რათა საქართველომ კონკურენცია გაუწიოს რეგიონის ქვეყნებს. ეს კი მისი თქმით  გამოიწვევს უფრო მდიდარი ტურისტების საქართველოში შემოსვლას და შესაბამისად ეს გამოიწვევს  მეტი ფულის შემოდინებას საქართველოში, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. 

ამავე ინტერვიუში ქართული ოცნების დამფუძნებელმა ისაუბრა წყალტუბოს შეძენაზე და დაგეგმილ პროექტებზე, მისი თქმით წყალტუბოს სასტუმროები ღია აუქციონზე, მკაცრი საინვესტიციო პირობებით გაიყიდება და იქნება  მხოლოდ ორი მთავარი მოთხოვნა – ეს არის ვადები, რომ მაქსიმუმ 3 წელიწადში ობიექტი უნდა დასრულდეს და რეაბილიტაცია არსებული კულტურულ-ისტორიული იერსახის შენარჩუნებით განხორციელდეს, - მისივე თქმით, საინვესტიციო პაკეტი დროის მოკლე მონაკვეთში უნდა გამოცხადდეს. ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ობიექტები გასაყიდად ცალ-ცალკე გამოვა. იმ სასტუმროებს, რომელიც არ გასხვისდება, ბიძინა ივანიშვილი თავად შეიძენს და მისი თქმით ის გახდება მთავარი გარანტი იმისა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება , აგრეთვე ბიძინა ივანიშვილი გეგმავს დაეხმაროს იმ  ბიზნესსაც, ვინც უკვე ფლობს იქ სასტუმროებს და არ მოისურვებს გაყიდვას – ზოგს შესაძლოა, დაეხმაროს თანაინვესტირების ფონდის საშუალებით,ზოგს იაფი რესურსის მოძიებით, ან სხვა სახით, როგორც ბიზნესს დასჭირდება.ხოლო თუ ეს ასე არ მოხდება ბიძინა ივანიშვილი მზად არის თავად შეისყიდოს ყველა პროექტი. რაც შეეხება აბასთუმანს აქ ბიზნესმენის თქმით იგი მხოლოდ ერთ სასტუმრო პარაგრაფს აშენებს ამასთან ერთად კი ეხმარება სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში.