მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურების ადგილსამყოფელი უცნობია

05 ნოე 2019

ბერძნულ ტანკერზე თავდამსხმელი მეკობრეები, რომელზეც ქართველი მეზღვაურიც იმყოფება, ბოლო ცნობებით კონტაქტზე ჯერ ისევ არ გამოსულან. პრაქტიკის გათვალისწინებით ამისთვის 2-3 დღეა საჭირო.

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს საკრუინგო კომპანიასა და გემთმფლობელთან, ამასთან სააგენტოს კომუნიკაცია აქვს დატყვევებული ქართველი მეზღვაურის ოჯახთან.

თავდასხმა გუშინ დაფიქსირდა - ეს ევროკავშირის დროშის ქვეშ მცურავი გემია. ტყვედაა აყვანილი ევროკავშირის  მოქალაქეც და ფილიპინელი მეზღვაურებიც, ჯამში ეკიპაჟის 4 წევრი.