08 სექ 2016
დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება. ქართული მხარე ძირითად განსახილველ საკითხად გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დააყენებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მწვავე კითხვები დაისმება. მინისტრის თქმით, ქართული მხარე სოხუმის იზოლატორში დაკავებული საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელებს.