შუახევში სახალხო დღესასწაული ,,ზამლეთობა “ გაიმართა

18 ნოე 2019

შუახევში სახალხო დღესასწაული ,,ზამლეთობა “ გაიმართა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნიმუშები. მოეწყო სპორტული  და გასართობი აქტივობები, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ორგანიზატორების ინფორმაციით  მომავალი წლიდან  ,,ზამლეთობა“ 25 აგვისტოს ჩატარდება.