მესტიაში ტყე იწვის

18 ნოე 2019

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარისა და ეცერის ტერიტორიულ ერთეულში რამდენიმე ჰექტრამდე ტყის მასივი იწვის.

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მუშაობს 45 მეხანძრე-მაშველი. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში  ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.

ხანძრის ქრობის პროცესს რთული რელიეფი აფერხებს.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ხანძარი წუხელ ღამით გაჩნდა, მზიანი ამინდების გამო კი ცეცხლი ადვილად გავრცელდა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.