„ყველა ერთის წინააღმდეგ“ - პარლამენტთან მასშტაბური აქცია იგეგმება

25 ნოე 2019

უმრავლესობას პლენარული სხდომის ჩატარების საშუალება  არ ექნებათ, დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია და პიკეტირება განახლდება. ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები 6 საათიდან, შეკრებას რესპუბლიკის მოედანზე აპირებენ, რის შემდეგაც პარლამენტის შენობისკენ მისვლას მსვლელობით აპირებენ. პარალელურად, იგეგმება მხარდამჭერების მობილიზება რეგიონებიდან.