12 ათასი ბავშვი სკოლის გარეშე - გაეროს კვლევა

27 ნოე 2019

საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის - ინფორმაციას  გაერო-ს ბავშვთა ფონდი ასაჯაროვებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი ჯამში ქვეყანაში განათლების გარეშე 20 ათასი პირია.

სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართვისა და მათი სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა UNICEF​-თან ერთად ორწლიან საპილოტე პროგრამას იწყებს.

პრობლემის კომპლექსურობასა და სიმწვავეზე საუბრობენ ბავშვთა უფლებების დამცველები და სოციალური მუშაკები. ისინი მიზეზებს შორის სკოლებში დისკრიმინაციას, სოციალურ ფონს და ოჯახურ კონფლიქტებს ასახელებენ.