ხელისუფლება აჭარის მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს - პოლიტიკური პარტიების განცხადება 

03 დეკ 2019

„ხელისუფლება აჭარის მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს“ - აცხადებენ აჭარაში მოქმედი პოლიტიკური პარტიები. დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვეს, რომ მაუწყებლისთვის სტატუსის შეცვლაც იგეგმება. პოლიტიკოსები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს მიმართავენ.