რეგიონში საპროტესტო აქციებზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებებზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული

05 დეკ 2019

რეგიონში საპროტესტო აქციებზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებებზე გამოძიება ძალადობის მუხლითაა დაწყებული. თუმცა, საჯარო მოხელეების ინციდენტებში მონაწილეობის გამო შუახევის მერი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ძალადობას გმობენ ქართულ ოცნებაში, თუმცა მათ წახალისებაში ოპონენტები ადანაშაულებენ.