"იაფი სახლის" საქმეზე მოსამართლე დღეს ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს

07 დეკ 2019

იაფი სახლის საქმეზე, ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა. დღეს, 13:00 საათზე, მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას მოისმენს. პროკურატურა ბრალდებულებს, ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. მომამავლი კვირიდან ბრალდებულების ადვოკატები დასკვნით სიტყვას იტყვიან. შემდეგ კი  სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.