ზურაბ პატარაძე ბაქოში ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადას დაესწრო

10 სექ 2016

2018 წელს ბათუმში ჭადრაკის 44-ე მსოფლიო ოლიმპიადა ჩატარდება. ოლიმპიადა  ფიდეს მიერ ორგანიზებული მთავარ გუნდური შეჯიბრია და ჭადრაკის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.  ინფორმაცია ამის  შესახებ განთავსებულია ბაქოში 42-ე მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. მანამდე კი მთავრობის თავმჯდომარე ბაქოში ფიდე-ს გენერალური ასამბლეის გახსნაზე მივიდა,  რომელზეც  ზურაბ პატარაძე სიტყვით გამოვიდა.