საქართველოში დღეს მიწისძვრა არ ყოფილა - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი

09 დეკ 2019

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრში უთხრეს, რომ დღეს, 9 დეკემბერს,  საქართველოში მიწისძვრა არ ყოფილა. ასევე განმარტავენ, რომ არც ქვეყნის ფარგლებს დაფიქსირებულა მიწისქვეშა ბიძგები, რომელიც შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს ეგრძნოთ.

სოციალურ ქსელში კი მოქალაქეები წერენ, რომ ბათუმში მიწისძვრის მაგვარი რყევები იგრძნეს.