11 სექ 2016
ქედის მუნიციპალიტეტში 12 საბავშვო ბაღში აღმზრდელობითი პროცესი განახლდა. დაბა ქედის პირველ საბავშვო ბაღში კი სარემონტო სამუშაოების გამო სასწავლო პრცესი 1 ოქტომბერს აღდგება. მომდევნო კვირას გაიხსნება ახალი ბაღი სოფელ ნამლისევშიც. სოფელ ოქტომბერში კი ბაღი მშენებლობის პროცესშია. ქედაში 13 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაა, წლის ბოლომდე მათი რიცხვი ორით გაიზრდება. მიმდინარე წელს ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციისთვის ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 ათას ლარამდე დაიხარჯა.