ვალუტის უკანონოდ გადაცვლის გამო, 11 ადამიანს ბრალი წარუდგინეს

11 დეკ 2019

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობაზე 23 ფიზიკური პირი ამხილეს. მათგან 11 პირი, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულში მხილებული პირები, სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე თბილისში, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას. 

მათ გადასახადებისა და მოსაკრებელს თავი აარიდეს, ეროვნული ბანკის რეგისტრაცია არ გაიარეს და  ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით, ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.