“სოფლის ღირსება” ბათუმის თეატრალურ ფესტივალზე

11 დეკ 2019

ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ბათუმის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში პიეტრო მასკანის საოპერო ნაწარმოებს უმასპინძლა.  მასში მონაწილეობდნენ  საოპერო სტუდიის სოლისტები , ცენტრის   სიმფონიური ორკესტრი  და კაპელა დავით მუქერიას დირიჟორობით.  

პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსების“ მსოფლიო პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომში   შედგა, თბილისში კი პირველად ორი წლის შემდეგ დაიდგა.