ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

13 დეკ 2019

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.

პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი გუშინ ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.