ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე დამატებითი გადასახადების გარეშე შევა

12 სექ 2016

''ქართული პროდუქციის და მომსახურების 95%-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე შევა'' - განაცხადა  ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.  საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო კუთხით მიღწეულ დეტალებზე  განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში გააკეთა.