40 დღიანი ტყვეობის შემდეგ, ბათუმელი მეზღვაური სამშობლოშია

15 დეკ 2019

40 დღიანი ტყვეობის შემდეგ, ბათუმელი მეზღვაური სამშობლოშია. ოთარ ვარდიძე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

მას  ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის  სააგენტოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. ოთარ ვარდიძე 4  ნოემბერს ტოგოში, ქალაქ ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს.