საახალწლო კონცერტები ბათუმში 25 დეკემბრიდან დაიწყება

16 დეკ 2019

 ბათუმში საახალწლო სამზადისი დაიწყო.  წელს პირველად ახალი წლის მთავარი ატრიბუტი  ძველ ბულვარში განთავსდა და  საახალწლო ღონისძიებებიც აქ ჩატარდება.   პროგრამა 25 დეკემბრიდან დაიწყება და 7 იანვრამდე გაგრძელდება. დღის განმავლობაში ძირითადად საბავშვო სტუდიების კონცერტებია დაგეგმილი.  

საღამოობით კი საზაფხულო თეატრის მიმდებარედ კონცერტები ორ სცენაზე ჩატარდება.