16 დეკ 2019
ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია ქობულეთში სავაჭრო ცენტრის მშენებლობისა და მოწყობისთის უნდა დაიხარჯოს. ინვესტორს კონკრეტული ვალდებულებები გაუწერა მთავრობამ, თუმცა მათ შორის არ არის იმ მოქალაქეებთან მოლაპარაკება, რომლებსაც რკინიგზის სადგურის მიმდებარედ ჯიხურები აქვთ მოწყობილი. 25-მდე მცირე მეწარმე საქმიანობის გასაგრძელებლად ალტერნატიულ ფართებს ითხოვს.