ოპოზიციის მიმართვა მესამე სექტორს

19 აპრ 2016

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები აჭარაში მოქმედი მესამე სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ უმაღლეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში. პეტრე ზამბახიძის განცხადებით, მესამე სექტორის მონაწილეობით, უმაღლეს საბჭოს ნეიტრალური, ობიექტური კანდიდატების მხარდაჭერის საშუალება მიეცემა.