დაპირების შესრულება ივანიშვილს კიდევ ერთხელ ბათუმიდან მოსთხოვეს

22 დეკ 2019

''ერთად ერთის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ბათუმში, თითქმის საათ-ნახევარს გაგრძელდა. შეკრებილებმა „ქართულ ოცნებას“ დაპირება შეახსენეს, მთავარი მოთხოვნა 2020 არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.

ოპოზიციონერმა ლიდერებმა იანვრიდან, მასშტაბური საპროტესტო აქციები დაანონსეს. ბათუმი, ქუთაისის შემდეგ მეორე ქალაქია, სადაც ოპოზიციამ აქცია გამართა.