საბანკო სესხების აღება მოქალაქეების ნაწილისთვის მომავალი წლიდან კვლავ გამარტივდება

23 დეკ 2019

საბანკო სესხების აღება მოქალაქეების ნაწილისთვის მომავალი წლიდან კვლავ გამარტივდება. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებას ისევ ცვლის.  წინასწარი ინფორმაციით, ცვლილება ძირითადად ეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური ხელფასი 1 000 ლარს აღემატება. ეროვნულმა ბანკმა მოსალოდნელი ცვლილებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკვე შეათანხმა. ახლა კონსულტაციები საბანკო სექტორთან მიმდინარეობს.