ორმა პირმა სარფში სახელმწიფოსგან მალულად ძვირფასი ლითონის ნაკეთობები შემოიტანა

24 დეკ 2019

სამართალდამცავებმა საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საქართველოში მალულად შემოიტანეს, არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობანი.

ამოღებულია ჯამში 517 გრამი ოქროს ნაკეთობანი, რომლის საბაჟო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.