გასაჩივრდება თუ არა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

13 სექ 2016

გაასაჩივრებს თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ მიღებულ  გადაწყვეტილებას - ეს დღეს გახდება ცნობილი.  ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევენო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ რეგისტრაციიდან მოიხსნა.