მუსლიმთა საბჭო საქართველოს მუფთს ირჩევს

25 დეკ 2019

სრულიად საქართველოს სამუფთოში, ამ წუთებში არჩევნები მიმდინარეობს. სასულიერო პირებისგან შემდგარმა 19 კაციანმა მუსლიმთა საბჭომ, მუფთი უნდა აირჩიონ. 

ამ დრომდე სამუფთოს ბეგლარ ქამაშიძე ხელმძღვანელობდა, მას მუფთის 5 წლიანი სამუშაო ვადა ამოეწურა. მას აქვს უფლება მეორედ იყაროს კენჭი, თუმცა არჩევნებში არ მონაწილეობს. ამ ეტაპზე, 19 საბჭოს წევრი ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს. 

ამჯერად 2 კანდიდატის სურვილია წარმოდგენილი მუფთად არჩევის. მესამე წერილია შემოსული და ის უკვე დღევანდელმა საბჭომ უნდა განიხილოს.