სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა

25 დეკ 2019

13 ხმით სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე გახდა. მუსლიმთა საბჭოში არჩევნები რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ადამ შანთაძის წინააღმდეგი საბჭოს 19 წევრიდან 2 იყო.

ადამ შანთაძე აქამდე  სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთის, ბეგლარ ქამაშიძის მოადგილე იყო.

არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.