შუახევში სამი სახლი დაიწვა

26 დეკ 2019

შუახევში, ბარათაულის თემში ხანძარია. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დამწვარია სამი სახლი, ცეცხლი მომიჯნავედ მდებარე მეოთხე სახლზეც გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სამაშველო სამსახურში უთხრეს, რომ მეხანძრე-მაშველები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში იქნებიან.

 ბარათაულის თემში ხანძარი ორი დღის წინაც იყო, მაშინ ცეცხლმა სამი სახლი გაანადგურა.