„ტრამპი-კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ ირანელი მინისტრის პასუხი მუქარაზე

05 იან 2020

დონალდ ტრამპს „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ უწოდა, ირანელმა მინისტრმა. განცხადება ირანის ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა „ტვიტერის“ გვერდზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც აშშ-ის ლიდერი თეირანს 52 სამიზნეზე დარტყმით დაემუქრა.

„როგორც ისლამური სახელმწიფო, როგორც ჰიტლერი, როგორც ჩინგიზ-ყაენი! მათ ყველას ეზიზღებათ კულტურები. ტრამპი არის ტერორისტი კოსტიუმში. ის სულ მალე ისწავლის ისტორიას, რომ არავის ძალუძს „დიდი ირანელი ხალხისა და კულტურის“ დამარცხება“, – წერს „ტვიტერის“ გვერდზე ირანელი მინისტრი.