ვინ სარგებლობს და ვერ სარგებლობს “მთის კანონის” შეღავათებით?

13 სექ 2016

მთის კანონის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობამ დღეიდან გაზრდილი პენსია მიიღო, თუმცა მათ რიცხვში არ არიან მაჭახლის ხეობის მცხოვრებლები, ისინი ვერც იმ შეღავათებით ისარგებლებენ, რომლებიც 1 იანვრიდან ამოქმედდება. ადგილობრივები მაღალმთიანის სტატუსის მოპოვებას დღემდე უშედეგოდ ითხოვენ.