სომხური ეკლესია ქრისტეშობას და ნათლისღებას აღნიშნავს

06 იან 2020

საშობაო ლიტურგია უკვე ჩატარდა ბათუმის სომხურ ეკლესიაში. სომხური ეკლესია ქრისტეშობას და ნათლისღებას  აღნიშნავს. მორწმუნეები 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე საშობაო მარხვას იცავენ.  6 იანვარს, საშობაო ლიტურგიის შემდეგ  წყალკურთხევის რიტუალი ტარდება. 7 იანვარს კი მიცვალებულთა ხსენების დღეა.