გრიპის ვირუსის გამო აჭარაში მიმართვიანობა იზრდება

06 იან 2020

გრიპის ვირუსის გამო აჭარაში მიმართვიანობა იზრდება, ბოლო დღის მონაცემებით სამედიცინო დაწესებულებებს 208 ადამიანმა მიმართა, მათგან ჰოსპიტალიზება 25-ს დასჭირდა. პრეპარატი „ტამიფლუ“ კი ყველასთვის უფასო არ არის,  აფთიაქებში  მისი ფასი 60 ლარამდეა, უფასო   მომსახურებით კი მხოლოდ რამდენიმე კატეგორია სარგებლობს. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საგანგაშო ვითარება არ არის.