ბავშვს იარაღი გაუვარდა და 6 წლის ძმა გარდაიცვალა 

07 იან 2020

თერჯოლაში, სოფელ კვახჭირში, სამი წლის ბავშვმა სანადირო თოფს ხელი გამოკრა და ტყვია შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა.

დაჭრილი მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.