მრჩეველთა საბჭოს ახალი წევრი: „რეორგანიზაციას მხარს არ დავუჭერ“

08 იან 2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრი გია ქარცივაძე გახდა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით იქნა არჩეული. გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დღეს  მიიღეს. 15 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი, ასე დასრულდა კენჭისყრა.

გია ქარცივაძე ამ დრომდე მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობს.