სკოლებსა ბაგა-ბაღებში სასწავლო - სააღმზრდელო პროცესი დაიწყო

14 სექ 2016

დღეს ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აჭარაში ზარი  254 სკოლაში დაირეკა. გაკვეთილები მხოლოდ ბათუმის მე-17 საჯარო სკოლაში არ ჩატარდება. მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.  ახალი სასწავლო წელი 53 ათას 861 მოსწავლისთვის განახლდა, მათგან 5 ათას  846-მა დღეს სკოლის კარი პირველად შეაღო.