პუტინი და ერდოღანი ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან

09 იან 2020

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ლიბიაში 12 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან. მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გახსნის შემდეგ, სტამბოლში ორი ქვეყნის პრეზიდენტმა შეხვედრა გაიმართა და საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ლიბიის კონფლიქტი იყო. გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად, ლიბიაში სამხედროები გაგზავნა თურქეთმა.