საგუნდო კოლექტივების კონკურსი

19 აპრ 2016

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნული კონკურსის შესარჩევი ტური ბათუმის სამუსიკო სასწავლებელში მიმდინარეობს. მასში რეგიონში მოქმედი სამუსიკო, სახელოვნებო და საჯარო სკოლების საგუნდო კოლექტივები, ფოლკლორული ანსამბლები და მგალობელთა გუნდები მონაწილეობენ. კონკურსში გამარჯვებული კოლექტივი დედაქალაქში გალა კონცერტზე გაემგზავრება.