ბათუმი 2018 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს

14 სექ 2016

ბათუმი 2018 წელს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. საქართველომ, როგორც  მომავალი ოლიმპიადის მასპინძელმა ქვეყანაში შეჯიბრების დროშა ოფიციალურად,  ბაქოში 2016 წლის საჭადრაკო ოლიმპიადაზე ჩაიბარა.  რაც შეეხება შედეგებს - ინდივიდუალურ ჩათვლაში ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ პირველ დაფაზე ოქროს მედალი, ხოლო ნინო ბაციაშვილმა მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა 10-ე და 24-ე ადგილები დაიკავეს.