ავღანეთში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა განხორციელდა

11 იან 2020

ავღანეთში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ავტოკოლონაზე თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“, ნატო-ს და ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია  ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „თალიბანი“ იღებს.