წვიმის შედეგად სახლის აივანი ჩამოინგრა

14 სექ 2016

გუშინ ღამით ჭავჭავაძის 9 ნომერში საცხოვრებელი სახლის აივნის  კედელი ჩამოინგრა. მესაკუთრის თქმით, სახლი უკვე დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია, მათ რამდენჯერმე მიმართეს მერიას გასამაგრებელი სამუშაობისთვის, თუმცა პრობლემა  კვლავ  მოუგვარებელი რჩება.  ადგილზე მერიის კეთილმოწყობისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.