ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდები საავადმყოფოში რჩებიან

12 იან 2020

ხულოში, ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებული მოზარდები, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში რჩებიან.

საღამოს, ბათუმი - ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, მსუბუქი ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. ტრანსპორტში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მათ შორის სამი ბავშვი და დედ-მამა.