შუახევის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს 

13 იან 2020

აჭარის მაღალმთიანეთში მეორე დღეა თოვს. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. დაბაში კი დაახლოებით 10 სანტიმეტრია. 

შუახევის მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდა დაიწყო. მუნიციპალიტეტში ამ წუთებში 7 ერთეული ტექნიკა მუშაობს.

სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებებით: კვიახიძეები, კარაპეტი, ნიგაზეული, ნენია, უჩამბა, შუახევი-ჩირუხი, ხიჭაური-ნაღვარევი, გომარდული, ხიჭაური-ახალდაბა და წყაროთა. 

სოფელი შუბანი

უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით გორგილაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი განვითარდა. მიწის მასა სახლთან ახლოს ჩამოწვა.

 

 

ფოტო: მელანო ებრალიძე