ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 176 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გაიცა

14 იან 2020

თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით 176 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა.

თურქული მედიის ცნობით, ოპერაცია ერთდროულად თურქეთის 49 პროვინციაში დაიწყო. ეჭვმიტანილთა შორის არის 100-ზე მეტი მოქმედი ჯარისკაცი, ოთხი ოლქის ჟანდარმერიის ხელმძღვანელი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები.