ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო

17 იან 2020

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის  იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. პროცესი, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო.

როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა.