პენტაგონის განცხადებით, ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის სარაკეტო იერიშის დროს 11 ამერიკელი სამხედრო დაშავდა

17 იან 2020

პენტაგონის განცხადებით,  ერაყში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ირანის სარაკეტო იერიშის დროს 11 ამერიკელი სამხედრო დაშავდა.  რამდენიმე ჯარისკაცმა ტვინის შერყევა მიიღო. დაშავებული სამხედროები გერმანიასა და ქუვეითში სამკურნალოდ გადაიყვანეს, საიდანაც ისინი კვლავ ერაყში დაბრუნდებიან.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გამწვავება ბაღდადში ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას მოჰყვა.

ირანმა 8 იანვარს გამთენიისას ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო.